|
2017-12-06 15:57:53, 2293 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: ის, რაც გუშინ მთელმა ქვეყანამ მოისმინა, შოკისმომგვრელია
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ კიევში განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც Interfax-ი იუწყება პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ღირსეულ პასუხს სცემს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის ყველა მცდელობას. "მეგონა, რომ ჩემი გაკვირვება იყო ძალიან რთული, მაგრამ იმან რაც გუშინ მთელმა ქვეყანამ მოისმინა, ყველა დაგვშოკა. მინდა მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და გენერალურ პროკურატურას პროფესიონალურად შესრული სამუშაოსთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ინტერესების დასაცავად აწარმოებდნენ. პრეზიდენტი და ხელისუფლება რა თქმა უნდა პატივს სცემენ, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებას მშვიდობიანი პროტესტი გამართონ. ეს მნიშვნელოვანია. ამას დემონსტრირება მოვახდინეთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუმცა აქციების ორგანიზატორებს სისხლი სწყუროდათ და სამართალდამცველების პროვოცირებას ცდილობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ სპეცრაზმელები მათ არ აყვნენ. ისიც კი, გავიგეთ, რომ ამის გამო მოსკოვს ეწუწუნებოდნენ. კიდევ უფრო მეტად ის მახარებს, რომ უკრაინის მოსახლეობამ მოსკოვის მიერ დაფინანსებული ტინგიცა - ორგანიზაცია დააიგნორა და უმაღლეს რადასთან არ მივიდა. მეგობრებო, ჯარი იმისთვის კი არ იცავს საზღვრებს, რომ მტერმა შიგნით იმოქმედოს. მსგავს ქმედებებს ვპასუხობთ და მე ვგრძნობ ამაში საზოგადოების მხარდაჭერას", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინას ძალით ვერ აიღებენ, და ამის შესახებ რუსეთშიც იციან.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)