|
2017-12-05 18:13:32, 1680 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარ პრობლემადაც აქცია
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და კიევში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში, უკრაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი. „მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრობლემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან მცდარი გადაწყვეტილებებით უკვე საკუთარ პრობლემადაც აქცია და საქართველოსთვისაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს პრობლემა. რაც დღეს ხდება, ეს პირველ რიგში ურაინისთვისაა ძალიან დამაზარალებელი. ეს უნდა გაეთალისწინებინა უკრაინას, თუმცა მათ არც ჩვენი რჩევები გაითვალისწინეს თავის დროზე და ახლა მივიღეთ ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის კარგი უკრაინისთვის. ხოლო რაც უკრაინისთვის არ არის კარგი, ის არც საქართველოსთვისაა კარგი ზოგადად“,-განაცხადა უსუფაშვილმა. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, უსუფაშვილი ამბობს, რომ თუ მისი ექსტრადირება მოხდება, საქართველოს ამ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს. „ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის კარგიც და ცუდიც, არის საქართველოს პრობლემა. ამიტომ, როგორც ჩანს ჩვენს ქვეყანას მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება, სამართალდამცავ ორგანოებს, თუ მოხდება მისი ექსტრადირება. მაგრამ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, საკუთარ თავსაც დესტრუქციული მიმართულებით იყენებს, რაც თავის მხრივ სვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მხრიდან მისი გამოყენების ცდუნების საფუძველს იძლევა. მე კი არ მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ამ დაღით იყოს დასმული კიდევ ბევრი წელი - დაპირისპირება ყოფილ და დღევანდელ ლიდერებს შორის და ჩვენ ამას, ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“,-დასძინა უსუფაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)