|
2017-12-05 14:22:54, 1578 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: ძალიან სამარცხვინოა, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, სახურავებზე დარბის
„თავისთავად არის ძალიან სამარცხვინო, რომ ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი, სახურავებზე დარბის“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რუსთავი 2“-თან საუბარში კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. „ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ბატონი პოროშენკო იმას იმკის, რაც მან თავის დროზე დათესა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ალბათ მათი, როდესაც მეგობარი ქვეყნის ძებნილი ადამიანი გუბერნატორად დანიშნა“, - განაცხადა ქანთარიამ. დეპუტატი სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ქართულ პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)