|
2017-12-04 13:30:34, 1925 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება ნომინალური ეფექტური კურსის გამყარებას გამოიწვევს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ნომინალური ეფექტური კურსის გამყარებას გამოიწვევს. მისივე თქმით, საშუალო 3%-იანი ინფლაციის პირობებში, ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს წლიურად საშუალოდ 2,5%-იანი გამყარების ტრენდი ექნება: „მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. მცურავი გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიანი მერყეობებით და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე, ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე.თუ განვიხილავთ გაცვლითი კურსის გრძელვადიან დინამიკას, სხვაობა პროდუქტიულობის ზრდებს შორის განსაზღვრავს რეალური გაცვლითი კურსის დინამიკას.რეალური გაცვლითი კურსი კი თავის მხრივ ინფლაციის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ნომინალურ კურსს. გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება ნომინალური ეფექტური კურსის გამყარებას გამოიწვევს. მომავალში, თუ რეალური კურსის გამყარების ტრენდი შემცირდა 1, 5%-მდე, საშუალო 3%-იანი ინფლაციის პირობებში ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს წლიურად საშუალოდ 2,5%-იანი გამყარების ტრენდი ექნება, რადგან საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენი პარტნიორების საშუალო შეწონილი ინფლაცია. ეს ეხება ნომინალურ ეფექტურ კურსს და არა კურსს რომელიმე ერთ ვალუტასთან დაკავშირებით. ლარის კურსის დინამიკა კონკრეტული ვალუტების მიმართ აღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)