15:44 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 12:47:08, 1880 ნახვა

კომენტარი
რატიანი: საგანმანათლებლო კულტურული სივრცე უნდა შეიცვალოს და კანონს მივხედოთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, იმისთვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდეს, კანონი უნდა შეიცვალოს.

ასევე, რატიანის აზრით, სამუშაოები ჩასატარებელია საგანმანათლებლო- კულტურული მიმართულებითაც:

„საჭიროა კომპლექსური მიდგომა, უნდა შეიცვალოს საგანმანათლებლო კულტურული სივრცე და უნდა მივხედოთ კანონს. 2012 წელს საერთოდ მოიშალა მანდატურების ინსტიტუტი. ის იყო დასახვეწი, მაგრამ მას შემდეგ არის ორმაგი  დაქვემდებარება. ის ერთი მხრივ სამსახურს ექვემდებარება, მეორე მხრივ დირექტორს. ეს ასე  არ უნდა იყოს“,-აღნიშნა რატიანმა.

შეგახსენებთ, პირველ  დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის  შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics