00:42 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-03 10:32:20, 2197 ნახვა

სამართალი
სიღნაღში მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით)“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics