|
2017-12-01 16:14:24, 2027 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, ხ.ნ.-მსაკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ე.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ე.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ხ.ნ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთაგანუსაზღვრა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)