|
2017-11-30 21:29:02, 2190 ნახვა
სამართალი
ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო
ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. "თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ ლუბლიანას ქუჩაზე დღეს სროლა იყო, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი, ყოფილ მეუღლეს სახეში ესროლა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)