|
2017-11-29 19:20:19, 1647 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ვფიქრობ, აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ ახალი ერა იწყება
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორი დღე შეაფასა და მას ნაყოფიერი უწოდა. ხაზარაძის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, ბევრ კონტრაქტსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორისაა თიბისი ბანკის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 94 მილიონი ევროს ღორებულების ორი საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც საქართველოში მცირე, მიკრო და საშუალო საწარმოების განვითარებას მოხმარდება. „ბოლო ორი დღე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა მთლიანად საქართველოსთვის და კონკრეტულად ჩვენი ჯგუფისთვის. ძალიან ბევრ კონტრაქტს და ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, დღევანდელი ხელშეკრულებაც-94 მილიონი დოლარის შემოტანა ქვეყანაში, დახმარება, გვერდში დგომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თანაც ისეთი ინსტიტუტისთვის, როგორიც ევროპის საინვესტიციო ბანკია. ძალიან მაღალი რანგის ხელმძღვანელები არიან ჩამოსული. დღეს მათთან გვქონდა სხვა პროექტზე საუბარი.გუშინ, დღესაც საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ეს გვაძლევს დიდ ოპტიმიზმს. ვფიქრობ, ახალი ერა იწყება აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ, ახალი ინტერესი გაიხსნა ქვეყნის მიმართ იმ ბანკებისა და კომპანიების მხრიდან, რომლებიც აქ არიან და არა მარტო. ეს ტემპი რომ გავაგრძელოთ, ძალიან სწრაფ შედეგებს მივაღწევთ“,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. აბრეშუმის გზის ორდღიან ფორუმში, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)