|
2017-11-29 16:29:45, 2231 ნახვა
სამართალი
ესპანეთში ქართული მაფიის 23 წევრი დააკავეს
ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 პირია დაკავებული, - ამის შესახებ La Vanguardia იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლია. მედიის ცნობით, ესპანეთის და კატალონიის ეროვნულმა პოლიციამ დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. პოლიციელებმა ბარსელონაში რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. გარდა ამისა, ჩხრეკა მადრიდში მდებარე რამდენიმე სახლშიც ხორციელდება. ჯფუფი, რომლის წინააღმდეგ ოპერაცია ტარდება, ფულის გათეთრებასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან არის კავშირში. როგორც გამოცემა წერს, "ოპერაცია ნეოპოლი" სასამართლოს განკარგულების მიხედვით დაიწყო. La Vanguardia იტყობინება, რომ კახაბერ შუშანაშვილი, მისი ძმის დავალებით ბარსელონაში მაფიას ხელმძღვანელობდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)