|
2017-11-28 16:02:01, 1677 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: მერაბიშვილის გათავისუფლება ქვეყნის იმიჯის საკითხია
„ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში უნდა დაიხუროს. უნდა დამთავრდეს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე“,- ასე გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ბოკერიას თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლება ქვეყნის იმიჯის საკითხია და ამავე დროს, ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. „ეს არ გახლავთ რომელიმე ცალკეული პატიმრის ინტერესი, ცალკეული პოლიტიკური ძალის ინტერესი, ეს არ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის საგანი. ეს არის ქვეყნის მომავლის ნორმალური დემოკრატიული ტრადიციის, ქვეყნის იმიჯის საკითხი. ეს შედის ყველა ჩვენგანის ინტერესებში. ეს შედის დღეს ვინც ხელისუფლებაშია იმათ ინტერესებში, რომ როცა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა მოხდება, წარსულს ჩაბარებული იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა. საქართველო არასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს ამ პოსტსაბჭოთა ჭაობში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)