|
2017-11-28 12:21:35, 1821 ნახვა
კომენტარი
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოსთან ურთიერთობას გავაღრმავებთ
აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა უენცაი ჟანგიმ ჟურნალისტებთან საუბარში აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა. „მოხარული ვარ რომ წარმატებულად გაიხსნა დღევანდელი ფორუმი. თქვენ ალბათ მოუსმინეთ რა ბრძანეს მინისტრებმა, ეს იყო თანამშრომლობის განვითარება აზიისა და ევროპის რეგიონს შორის, კავშირების გამყარება ცენტრალური აზიის რეგიონთან, ჩვენ ბევრის გაკეთება შევძელით საქართველოსთან, ფაქტიურად 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. საკითხი შეეხო გზების, ურბანული ტრანსპორტის, წყლის მიწოდების სისტემის განვითარებას, სხვა ქვეყნებთან მიერთებულობას, საქართველოს თავის მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს ჰაბად გადაქცევას. ძალზედ ფართო მასშტაბიანი პროექტი გახლავთ აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩვენ აქ მუდამ ჩართულები ვიქნებით, საქართველოსთან ზოგადად კარვი ურთიერთობა დაგვიმყარდა მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელსაც გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ",- განაცხადა ჟანგიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)