|
2017-11-27 10:01:27, 2555 ნახვა
სამართალი
ფოტოზე, რომელიც „იმედმა“ მოიპოვა, სავარაუდოდ ფეხის პროთეზი ჩანს, რაც ჩატაევის შესახებ ეჭვს ამყარებს
ტელეკომპანია „იმედი“ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ადგილზე გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტომასალას ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია სავარაუდოდ იმ პირის ცხედრის ნაწილები, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით თავი აიფეთქა. „ ეს ფოტო, რამდენიმე დეტალზე დაკვირვებით შესაძლოა ამყარებდეს ვერსიას ტერორისტებს შორის აჰმედ ჩატაევის არსებობის შესახებ. ფოტოზე ჩანს სავარაუდოდ ფეხის პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა“,-აცხადებს ტელეკომპანია „ იმედის“ ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი. ცნობისთვის, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია. ის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)