12:15 - 17 Aug, 2026
|
2017-11-25 17:40:12, 2018 ნახვა
კომენტარი
ლიტვის საგარეო მინისტრი სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა. ლიტველმა მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. "ქართველ ხალხს ვუსურვებ გამძლეობას, ბათუმში მომხდარი საზარელი ხანძრის გამო. დაღუპულთა ოჯახებს თანადგომას ვუცხადებ, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ლინკევიჩიუსი Twitter-ში. შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)