|
2017-11-24 15:03:14, 2442 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს
ტერორიზმში ბრალდებულის ადვოკატის იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს. "გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა. დაცვის მხარის შუამდგომლობით პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისივე განცხადებით, არანაირი შეხება არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს სპეცოპერაციის დაწყებამდე, იმ ადგილიდან მოშორებით", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 1 საათზე მეტია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი დახურულ კარს მიღმა ტარდება და მედიას მისი გაშუქების საშუალება არ აქვს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)