|
2017-11-24 14:55:46, 2003 ნახვა
სამართალი
პროკურორი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში
გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა. მარშანიას ინფორმაციით, მას ბრალი ასევე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. "გარდა ამისა, მას ბრალი ედება, იმაში რომ ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე, ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით", - აღნიშნა ირაკლი მარშანიამ. კითხვაზე - რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში არის გაწევრიანებული დაკავებული პირი, მარშანიამ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. "მესმის, რომ საზოგადოების მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ საქმის მიმართ, თუმცა არსებობს გამოძიების ინტერესიც და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაცია გავამჟღავნოთ", - დასძინა პროკურორმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)