|
2017-11-23 11:32:43, 3490 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თემურ კუპატაძე უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. მინისტრმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი დღეს პირადად წარუდგინა. „მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. თეიმურაზ კუპატაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, იგი იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)