|
2017-11-22 19:02:33, 5379 ნახვა
სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დაკავებულია, ხოლო 3 ლიკვიდირებული
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან",-აცხადებენ სუს-ში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)