|
2017-11-22 10:04:19, 2263 ნახვა
სამართალი
კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველებს რამდენიმე კორპუსის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. ისინი სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. გამთენიისას ადგილზე ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაკავების სპეცოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია მიმდინარეობს. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის გარდა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, ასევე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)