|
2017-11-21 16:53:09, 1993 ნახვა
სამართალი
ზვიად გუბელაძე: სასჯელაღსრულების დაწესებულების დაკავებული თანამშრომლების ნაწილი დანაშაულს აღიარებს
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებისა და რუსთავის N6 დაწესებულების დაკავებულ ხუთ ყოფილ თანამშრომელს ბრალი უკვე წარედგინა. როგორც გუბელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა, ნაწილი დანაშაულს უკვე აღიარებს და მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ: „5-ვე დაკავებულს წარდგენილი აქვს ბრალდება. ნაწილი აღნიშნული პირებისა უკვე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ისინი მზად არიან, გამოძიებას მიაწოდონ ინფორმაცია. უახლოეს დღეებში დაიკითხებიან აღნიშნული პირები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)