|
2017-11-21 14:07:30, 2053 ნახვა
სამართალი
პირი, რომელიც გლდანში, სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა, დაკავებულია
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული პ.დ., ყაჩაღობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)