22:07 - 18 Aug, 2026
|
2017-11-18 14:47:39, 2827 ნახვა
სამართალი
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის ვებგვერდზეა განთავსებული. სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციამ Audi-ს მარკის საეჭვო ავტომობილი შენიშნა და მძღოლს გაჩერება მოსთხოვა. არსებული ცნობით, 31 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია ქალაქ ბამბერგში აიყვანეს. მამაკაცი თავს ტურისტად ასაღებდა. მძღოლმა პოლიციას მართვის მოწმობა ვერ წარუდგინა და ძალიან ნერვიულობდა. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ 1 200 ევროს ღირებულების მოპარული პარფიუმერია და 350 ევროდ შეფასებული ქურთუკი ამოიღო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაკავებული მამაკაცი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ის საპატიმროშია გადაყვანილი და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)