|
2017-11-18 12:47:39, 2138 ნახვა
სამართალი
ფაროსანასთან ბრძოლის გეგმის შესამუშავებლად, საქართველოს ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერები ეწვევიან
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილოს ინფორმაციით, დეკემბერში, საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება, სადაც 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საბოლოო გეგმაზე შეჯერდებიან. როგორც მინისტრმა განმარტა, ვინაიდან ახლა ზამთრის პერიოდია, ღონისძიებების გატარება შედეგს არ მოიტანს. "ფაროსანასთან ბრძოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად მისი მიკვლევა შეუძლებელია. ფაროსანასთან საბრძოლველად სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს. მომავალი სეზონისთვის ჩვენთან იქნებიან დონორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულება, რომელსაც გავაძლიერებთ, ეს არის ზოგადად სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის, ბიოლოგიური კონტროლის გახორციელების შესაძლებლობის შესწავლა და ამ მხრივ ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა. ეს არის პირველი ამოცანა სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, 2016 და 2017 წელს ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ გეგმის შემუშავებაში უცხოელი წამყვანი ექსპერტები და მათთან ახლაც რეგულარულად ვმუშაობთ", - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ უცხოელი მეცნიერების შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)