|
2017-11-17 19:18:58, 2417 ნახვა
კომენტარი
ჭონქაძე: მოთმინებით ვისმენდი ბრალდებებს, რაც ჩემს აგრესიულობას გამორიცხავს
თბილისის მერიის უსაფრთხოების ახლადარჩეული უფროსის ნიკოლოზ ჭონქაძის განცხადებით, მის მიმართ ბრალდებები პოლიტიკური მიზნის მატარებელია. ჭონქაძე ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს: "იყო ჩემი შეურაცხყოფა 3 დღის მანძილზე, ვისმენდი ამ შეურაცხყოფას მოთმინებით ამ დარბაზშიც. აქედან გამოირიცხება, რომ მე ვარ აგრესიული. ვინც ამას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს, როგორი ვარ. ამ ბრალდებებს თავისი ფანტაზიით აკეთებდნენ პოლიტიკური მიზნების გამო",-განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძემ. მას მხარი 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრას გაემიჯნა ოპოზიცია. მათი თქმით, ნუგზარ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)