|
2017-11-14 21:08:39, 2160 ნახვა
სამართალი
შსს: თბილისის აეროპორტთან დაკავშირებით 112-ში შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით 112-ში შესული შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. „შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“,-აცხადებენ უწყებაში. ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორმა მუშაობა განაახლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)