|
2017-11-11 17:26:32, 2511 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ტრამპზე: ზრდილობიანი და მუშაობის პროცესში პრაქტიკული ადამიანია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას Ria ავრცელებს. როგორც პუტინმა განაცხადა, აუცილებლად უნდა მოინახოს შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობები დეტალურად განიხილონ. ამასთან, კრემლის ლიდერმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ფართო, პირისპირ ფორმატის შეხვედრის გამართვა. "ეს პირველ რიგში ეხებოდა ჩემი და დონალდ ტრამპის დატვირთულ განრიგს. ჩვენი პროტოკოლები აგვარებდნენ ამ საკითხს, თუმცა ეგრეც ვერ მოაგვარეს. რას ვიზამთ...ამის გამო დაისჯებიან. ამასთან, არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. დღევანდელი სხდომის ფარგლებში მაინც მოვახერხებ დალაპარაკება. საერთო ჯამში, რაც გვაინტერესებდა განვიხილეთ. რა თქმა უნდა პირისპირაც უნდა შევხვდეთ, დავსხდეთ და ჩვენი ურთიერთობების სრული კომპლექსი განვიხილოთ. მით უფრო სალაპარაკო ძალიან ბევრია, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც", - აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ის, რომ ორმხრივი შეხვედრა არ გაიმართა, რუსეთსა და ამერიკას შორის ჯერ კიდევ არსებულ კრიზისულ ურთიერთობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პუტინმა ტრამპს "ზრდილობიანი ადამიანი" უწოდა. "ის ზრდილობიანი ადამიანია და ასევე ძალიან კომფორტულია საერთო მუშაობის პროცესში. შეხვედრის დროს ყოველთვის ძალიან კორექტულად იქცევა", - დასძინა კრემლის ლიდერმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)