|
2017-11-10 13:40:48, 2552 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ნებართვაც მიანიჭა, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა 150 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს, იმისათვის, რომ გამოძიების დასრულებამდე თავისუფლებაზე დარჩეს. გარდა ამისა, კიდევ 4 ყოფილი დეპუტატი ასევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ 25 ათასი ევროს ოდენობის გირაო ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. გირაოს გადახდის შემთხვევაში პარლამენტის ყოფილმა წევრებმა ყოველი კვირის ბოლოს სასამართლოს უნდა მიაკითხონ, მათ საერთაშორისო პასპორტი ჩამოერთვათ და შესაბამისად ესპანეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ. პროცესის დასრულების შემდეგ, პუჩდემონის გარემოცვის წევრებმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს. ცნობისთვის, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ყოფილმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას "სიმბოლური ხასიათი" ჰქონდა. რაც შეეხება კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მასზე საერთაშორისო ორდერია გაცემული. ის ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება. ოფიციალური ბრიუსელი ორდერის შესწავლით არის დაკავებული.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)