|
2017-11-10 12:32:30, 2092 ნახვა
სამართალი
აზერბაიჯანმა საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანმა საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ Sputnik.az იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად. ძებნილების შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა განთავსებული. ესენია: 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის ზაურ გივიაშვილი, ასევე 43 წლის რაამაზ ლეშკაშვილი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი და 35 წლის ემილ გაჯიევი. „Sputnik აზერბაიჯანის" ინფორმაციით, აგვისტოში ხაზარის რაიონის სოფელ ბუზოვნაში ოთხი უცნობი პირი 1956 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრების, ირადა ალიევას სახლში შეიჭრა. ბოროტმოქმედებმა ალიევას დიასახლისი ქამრით გაკოჭეს. შემდეგ მათ იპოვეს სეიფი, საიდანაც 75 ათასი მანათი, 11 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი მანათის ღირებულების ოქროულობა წაიღეს. მოგვიანებით პოლიციამ ერთ-ერთ ბრალდებული დააკავა. ეს აზერბაიჯანის მოქალაქე ელვინ პირიევია. დანარჩენი ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან. გარდა ამისა, აზერბაიაჯანული მედია წერს, რომ ქალბატონი, რომლის სახლიც დააყაჩაღეს, ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერის მეუღლეა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)