|
2017-11-09 15:10:14, 2154 ნახვა
კომენტარი
გიორგი რუხაძე: ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში დარღვევების მხრივ, ვითარება საგანგაშო არ არის. მისივე განმარტებით, დარღვევების - ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის, საზღვარზე არ გადაშვების შემთხვევების ის რაოდენობა, რომლებიც ამ ეტაპისთვისაა დაფიქსირებული, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუხაძის განმარტებით, ამ დროის მდგომარეობით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არანაირი საფრთხე არ იკვეთება. "აშკარაა, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ეს ძალიან კარგია, თუმცა ის, რომ ხვალ და ზეგ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ გვემუქრება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ. მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ სტატისტიკა იყოს დადებითი",-განაცხადა გიორგი რუხაძემ და დასძინა, რომ დარღვევების მიზეზი უფრო საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ვითარებიდან მომდინარეობს, ვიდრე-ინფორმაციის ნაკლებობიდან. " ინფორმაციის ნაკლებობა ყველაზე ნაკლები მიზეზია დარღვევების, ეს მომდინარეობს საქართველოში არსებული ვითარებიდან, გაჭირვებიდან. საქართველოს ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს მოქალაქეს არ გაუჩნდეს სურვილი, არალეგალურად აღმოჩნდეს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და შემდეგ იქ შავი სამუშაო შეასრულოს",-აღნიშნა გიორგი რუხაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)