20:01 - 18 Aug, 2026
|
2017-11-09 14:35:42, 2280 ნახვა
სამართალი
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტის შესწავლა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობისთვის, ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან მამაკაცზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ. გარდაცვლილის და აცხადებს, რომ ამირან კვირიკაშვილი ჯართს აგროვებდა და ამ საკითხზე ის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)