|
2017-11-08 14:21:36, 2144 ნახვა
მსოფლიო
Paradise Papers: პრინცი ჩარლზი კლიმატის ხელშეკრულების ცვლილებას პირადი ინტერესებისთვის ითხოვდა
Paradise Papers-ის დოკუმენტების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი ოფშორულ კომპანიაში ასობით ათას ფუნტს რიცხავდა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2007 წელს პრინცის მფლობელობაში არსებულმა საჰერცოგომ შეიძინა კომპანია „Sustainable Forestry Management“-ის აქციები. კომპანიას პრინცის მეგობარი ჰიუ ვან კატსე მართავდა. პრინცის ჩარლზის კომპანიამ ბერმუდის კუნძულებზე არსებულ ოფშორულ ფონდებსა და ბიზნეს-სტრუქტურებში ფული ჩადო. ამასთან, პრინცის კომპანიაში აცხადებენ, რომ თავად მემკვიდრე გადარიცხვებს არ კურირებდა და ამის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პრინცი 2007-2008 წლებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულების შეცვლას ითხოვდა, რომლითაც ე.წ. სათბურის ეფექტის გაზების გარემოში გამოფრქვევის ნორმა იყო დადგენილი. ამავე დროს, გამოქვეყნებული მასალის თანახმად, პრინცი ოფშორულ ზონაში ისეთ კომპანიებს ფლობდა, რომლებსაც ეს ცვლილება მეტ მოგებას მოუტანდა. 2008 წლის ივნისში საჰერცოგომ აქციები კომპანია „Sustainable Forestry Management“-ს სამჯერ ძვირად, 325 000 დოლარად მიჰყიდა. ცნობისთვის, პრინცი ჩარლზი არ არის სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც ოფშორულ კომპანიებში ფულს რიცხავდა. ჟურნალისტ-გამომძიებლებმა ასევე დიდი ბრიტანეთის დედოფალიც ამხილეს. Paradise Papers-ის თანახმად, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ მეორის პირადი ქონებიდან 13 მილიონი დოლარი ოფშორებში ინვესტიციების სახით გადაირიცხა. ამ შემთხვევაშიც საუბარია ბერმუდის კუნძულებზე არსებულ კომპანიებზე. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა დოკუმენტები - Paradise Papers, სადაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებზე მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, კომპანიებისა და ცნობილი ადამიანების მიერ გადარიცხული თანხების შესახებ წერია. სიაში არსებული პირები თუ კომპანიები გადასახადების დამალვის მიზნით, მილიონობით დოლარს რიცხავდნენ ოფშორში. Paradise Papers-ი 13.4 მილიონ ფაილს შეიცავს. გერანულმა გამოცემამ დოკუმენტები ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელთა პარტნიორებიც არიან The Guardian-ი, BBC და The New York Times-ი. ცნობისთვის, 2016 წელს გავრცელდა პანამის დოკუმენტები, რომლებიც ამ შინაარსის მასალებს შეიცავდა. პანამის დოკუმენტები - ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა Mossack Fonseca-ს სერვერიდან აიღო. მასალა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის იყო. ის შეიცავდა ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ, რომლებსაც ქვეყნების მოქმედი და ყოფილი ლიდერები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები და სპორტსმენები იყენებდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)