|
2017-11-08 13:25:51, 1879 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: საქართველოს აღიარება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად მსოფლიოში - მნიშვნელოვანი წარმატებაა
„ის რომ საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პირველ რიგში იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავი იგრძნონ დაცულად და მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უზრუნველყონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. „ამასთანავე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს არის საფუძველი უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა და მეტი ტურისტის ჩამოსვლის, რაც ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა ასევე შევეხო იმ ნოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჭკვიანი კამერების სისტემას ნერგავს, რაც ექსპერტების გათვლით მინიმუმ 25% -ით შეამცირებს კრიმინალს ჩვენს ქვეყანაში. ეს მართლაც უნიკალური სისტემაა, რომლის დანერგვაზე მხოლოდ ეხლა დგამენ ნაბიჯებს ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩვენ გვეამაყება ჩვენი პოლიციელების ღირსეული სამსახური ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის დაცულობისთვის, თუმცა ამასთანავე მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ და განვამტკიცოთ პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. ყველას გვესმის რომ ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმების პარალელურად ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ამ მხრივ ასევე მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას შევძლებთ. მე ვთხოვ საზოგადოებას რომ როგორი მკაცრებიც ვართ პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომების მიმართ, ისეთივე შემართებით გვქონდეს გააზრებული , რომ თითოეული პოლიციელი ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად გვიცავს ჩვენ და რომ პოლიციის ავტორიტეტი და იმიჯი ჩვენი დაცულობის და ურთიერთნდობის საწინადარია"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)