|
2017-11-07 17:44:40, 2284 ნახვა
მსოფლიო
Charlie Hebdo-ს ისლამის თემაზე შექმნილი კარიკატურის გამო ემუქრებიან
Charlie Hebdo-ს ისლამის თემაზე შექმნილი კარიკატურის გამო ემუქრებიან, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სატირული ჟურნალის ბოლო ნომრის გარეკანზე, რომელიც წინა ოთხშაბათს გამოვიდა, შვეიცარიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი, მწერალი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტარიკ რამადანის კარიკატურაა გამოსახული. მედიის ცნობით, ტარიკ რამადანს ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ბრალდებები პროფესორის წინააღმდეგ ჰოლივუდში აგორებული სკანდალის შემდეგ გაჟღერდა. 55 წლის რამადანი ბრალდებებს არ აღიარებს. Charlie Hebdo-ს რედაქტორის ლორან სურისოს თქმით, მუქარის შემცველ წერილებს მუდმივად იღებენ და თანამშრომლებს მოკვლით ემუქრებიან. "2015 წლის თავდასხმის შემდეგ რეალურად მუქარის შემცველი წერილების გამოგზავნა არ შეწყვეტილა. მუდამ ვიღებთ მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს. რა თქმა უნდა ყოველთვის ვერ გამოიცნობ, როდის არსებობს რეალური საფრთხე, თუმცა ყველა მუქარას სერიოზულად ვიღებთ", - განაცხადა რედაქტორმა. პარიზის პროკურატურამ Charlie Hebdo-ს რედაქციის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში Charlie Hebdo-ს რედაქციას რადიკალი ისლამისტები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)