|
2017-11-07 15:44:33, 2481 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი საღამოს უკრაინის ხელისუფლების შეცვლის გეგმას წარადგენს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საღამოს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის გეგმას გაახმოვანებს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში უმაღლეს რადასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, ხელისუფლებას აქვს ბოლო შანსი იმისათვის, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები შეასრულოს. „დღეს დეპუტატებს ბოლო დღე აქვთ, როდესაც ჯერ კიდევ შეუძლიათ მოთხოვნების შესრულება. თუ შემდგომშიც აჩვენებენ, რომ თქვენი აზრი არ აინტერესებთ, მაშინ საღამოს სხვა გეგმას გამოვაცხადებთ. ეს გეგმა არ შეეხება მხოლოდ 3 კანონს და ახლა არსებულ მოთხოვნებს. ჩვენი გეგმა ფოკუსირებული იქნება მხოლოდ ერთ თემაზე: კანონიერ, მშვიდობიან, მაგრამ ხელისუფლების რეალურ შეცვლაზე ყველა დონეზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, ყოფილმა გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, საღამოს მიტინგზე მივიდნენ, რათა ძალები მოიკრიბონ და უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის ერთობლივი გეგმა დაამტკიცონ. "ეს მოედანი (რადას მიმდებარე ტერიტორია) ყოველთვის სავსეა. თუ თქვენ გსურთ სხვა მაიდანები, თ გსურთ მილიონთა მარში, მაშინ თქვენ მიიღებთ მილიონთა მარშს. დღეს 18:30-ზე...", - დასძინა სააკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)