|
2017-11-07 10:31:16, 2958 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო - ადვოკატი სასამართლო დარბაზში დააკავეს
სასამართლომ ადვოკატი გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო. მას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება. სამართალდამცველებმა ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შეგახსენებთ, პროკურატურა თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავება. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 15 ოქტომბერს, გიორგი ონიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, ამავე სცენარით უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)