|
2017-11-06 15:14:11, 2580 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პრინცი საქართველოს საპატიო მოქალაქეა
საუდის არაბეთში, პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალას, რომელსაც საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული, ფულის გათეთრებაში, გამოძალვასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ Reuters სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით სულ 11 პრინცია დაკავებული. როგორც საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდალ აზიზ ალ საუდმა აღნიშნა, სამეფოში მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია მიმდინარეობს. BBC-ის ცნობით, ალ ვალიდ ბინ ტალალას, ინვესტიციები ისეთ დიდ კომპანიებში აქვს, როგორებიც არის Apple და Twitter. ეჭვმიტანილ პრინცის საპატიო მოქალაქის წოდება 2015 წელს მიენიჭა. მან 2015 წლის 13 ივნისს თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოჰყო. საპატიო მოქალაქის შესახებ შესაბამისი განკარგულება საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)