|
2017-11-03 17:17:56, 718 ნახვა
რეგიონი
ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე, გამგებლის მოადგილეები ავთანდილ დიასამიძე და რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. პროექტის მშენებლობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და წელს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებდა. მშენებლობაზე 202.000 ლარი დაიხარჯა. აშენდა 2 სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ახალ საბავშვო ბაღში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 30-ამდე აღსაზრდელი ირიცხება. სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია. დასაქმებულია 13 ადგილობრივი. ,,კიდევ ერთი ახალი ბაგა- ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და მოვაგვარეთ ორ სოფელში არსებული ბაღის პრობლემა, რითაც გავახარეთ ბავშვები და მათი მშობლები. აშენდა და კეთილმოეწყო თანამედროვე საბავშვო ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა სააღმზრდელო პროცესის მაღალი სტანდარტების წარმართვისთვის. ამ დღეებში გაიხსნება კიდევ ჩანჩხალოს და ფურტიოს ახალი სკოლამდელი დაწესებულებები და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 11 ბაგა-ბაღი იქნება მოქმედი. მომავალში დაგეგმილია წყალსაყარში და ბუთურაულში ბაგა-ბაღების მშენებლობა. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც იქნება სკოლამდელი დაწესებულების ასაკის მქონე ბავშვების კონტიგენტი, ეტაპობრივად ყველგან გაიხსნება ბაგა-ბაღები“,- განაცხადა ტარიელ ებრალიძემ.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)