|
2017-11-02 08:17:32, 2160 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ბინ ლადენის პირადი დღიური გამოაქვეყნა
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენთან დაკავშირებული 470 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, - შესაბამისი დოკუმენტები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტებს შორისაა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ბინ ლადენის პირადი დღიური. სააგენტოს ინფორმაციის, დოკუმენტები 2011 წლის მაისში მიიღეს. დღიურში კი არის ჩანაწერები, რომელიც ბინ ლადენმა გარდაცვალებამდე გააკეთა. გარდა ამისა, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ აუდიო, ვიდეო და სისტემური მასალებიც გამოაქვეყნა. დოკუმენტებს შორისაა ბინ ლადენის შვილის ფოტო. ცნობისთვის, 2001 წლიდან 2011 წლამდე ბინ ლადენი ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო 25 მილიონი დოლარი დააწესა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით, ბინ ლადენი მის კერძო რეზიდენციაში, აბოტაბადში მოკლეს. რეზიდენციაში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)