|
2017-11-01 12:15:42, 2302 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის იმპიჩმენტის პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პეტიციას, 10 დღის განმავლობაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, - ამის შესახებ Hill იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პეტიცია ამერიკელი მილიარდერის ტომ სტაიერის ვებგვერდზეა განთავსებული. ტომ სტაიერი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია. მილიარდერი დონალდ ტრამპს კანონების დარღვევასა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, სტაიერმა ტრამპის გადაწყვეტილება Obamacare-ის გაუქმებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. მან გუბერნატორებს, მერებსა და კანონმდებლებს ტრამპის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს შესახებ პეტიციას 1,119,720 ხელმოწერა აქვს. ტრამპი დაწყებულ კამპანიას Twitter-ზე უკვე გამოეხმაურა. "მატყუარა ტომ სტაიერი, თავიდანვე იბრძოდა ჩემს წინააღმდეგ და ჩემი პროგრამის წინააღმდეგ, თუმცა ის არჩევნებს არასდროს მოიგებს", - წერს ტრამპი. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი მმართველობის ერთი წლის თავზე საგრძნობლად დაეცა. კვლევის თანახმად, ამერიკის გამოკითხული მოსახლეობის 58% რესპუბლიკელი პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილოა. ამასთან, ტრამპს გამოკითხულთა მხოლოდ 38% ენდობა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)