|
2017-10-31 11:41:02, 2256 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში იმყოფება
კატალონიის გენერალიტეტის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში იმყოფება, - ამის შესახებ Vanguardia იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონმა ქვეყანა გუშინ დატოვა. კერძოდ კი, კატალონიის ყოფილი მეთაური მანქანით საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაემგზავრა, ხოლო იქიდან ბრიუსელში გაფრინდა. მედიის ცნობით, თვითმფრინავში მასთან ერთად გენერალიტეტის კიდევ რამდენიმე ყოფილი წევრი იმყოფებოდა. მისი ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერესის თქმით, დღეს პუჩდემონი განცხადებას გააკეთებს და განმარტავს, თუ რას აკეთებს ბრიუსელში. "ნებისმიერ შემთხვევაში ის ახსნის თუ რატომ იმყოფება ბრიუსელში. ჩემ კომპეტენციაში არ შედის მის მაგივრად საუბარი. თქვა, რომ თვითონ ყველაფერს ახსნის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემზე უკეთესად გააკეთებს", - დასძინა პუჩდემონის ყოფილმა მოადგილემ. გარდა ამისა, გენერალიტეტის ყოფილი მეთაურის ადვოკატის პოლ ბეკერის განცხადებით, პუჩდემონი თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შევხვდი და მან ოფიციალურად მთხოვა მისი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ბეკერმა. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლეს პუჩდემონმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი ბელგიას სთხოვოს. ბელგიის მიგრაციის მინისტრის ტეო ფრანკენის განცხადებით. პუჩდემონს თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვს. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ბელგიამ შესაძლოა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. შეგახსენებთ, ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა კარლეს პუჩდემონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)