|
2017-10-31 11:03:35, 2259 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის ცოლი მოკლეს - ოსმაევი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს
უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის, ადამ ოსმაევის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მისი მეუღლე ამინა ოკუევა დაიღუპა, - ამის შესახებ NewsOne იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავად ადამ ოსმაევმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. როგორც ოსმაევმა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ განაცხადა, მომხდარ თავდასხმაში ის რუსულ კვალს ხედავს. „ეს და დეპუტატ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმა ერთი ჯაჭვის ნაწილია და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის შესრულებული“, - განაცხადა დაჭრილმა ოსმაევმა. მისივე თქმით, თავდასხმის დროს ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. როდესაც ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ცნობისთვის, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი არიან. ოსმაევსა და მის ცოლზე თავდასხმა მიმდინარე წლის ივნისშიც განხორციელდა. ოსმაევი 2012 წლის თებერვალში ოდესაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ბრალად კორპუსის აფეთქებისთვის მზადება წაუყენეს. გამოძიება ასევე მას თანამზრახველებთან ერთად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებას ედავებოდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)