05:44 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-29 10:49:20, 1982 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კოორდინატორები მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში კოორდინატორებთან დაკავშირებით საუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან განსხვავებით,  კოორდინატორები მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ:

„ ახალ პრაქტიკას რაც შეეხება, კოორდინატორები მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ ყოველგვარი შანტაჟის, დაშინებისა და იძულების გარეშე. ჩვენ ის პრაქტიკა, რომელიც 2012 წელს და უფრო ადრე იყო ჩამოყალიბებული, ჩავაბარეთ წარსულს. კოორდინატორი გავრცელებული პრაქტიკაა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. თუ ისინი ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, აქ არანაირი პრობლემა არ არის. მთავარია, უკანონო და არასამართლებრივი მეთოდები არ გამოიყენონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს პრობლემა პოლიციელი, კოორდინატორი და ასე შემდეგ კი არ იყო, პრობლემა იყო ის, რომ პოლიციელი მოქმედებდა ხშირ შემთხვევაში უკანონოდ. ზოგადად პოლიციაზე არ მაქვს საუბარი, კონკრეტულ ფაქტებზე მაქვს საუბარი. კოორდინატორები მოქმედებდნენ უკანონოდ, დაშინების, შანტაჟის და ასე შემდეგ ფორმებს იყენებდნენ. ჩვენ კოორდინატორებს კი ვერ ჩავაბარებთ წარსულს, წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის პრაქტიკა, რასაც „ნაციონალების“ კოორდინატორები იყენებდნენ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე-მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ვიხილავთ კოორდინატორებს, კობახიძემ ასე უპასუხა:

"კოორდინატორებს გამოიყენებენ პარტიები, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. კიდევ ერთხელ, მთავარია ამან მანკიერი სახე არ მიიღოს"





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics