|
2017-10-28 16:18:36, 2880 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთი კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს დაპატიმრებით ემუქრება
ესპანეთი კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს დაპატიმრებით ემუქრება, - ამის შესახებ El Mundo იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კარლეს პუჩდემონი შესაძლოა ციხეში ჩასვან, თუ მადრიდის განკარგულებას არ შეასრულებს და პოსტს არ დატოვებს. კანონმდებლობის თანახმად, პუჩდემონმა დაკავებული თანამდებობა მას შემდეგ უნდა დატოვოს, რაც შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო მაცნეში გამოქვეყნდება. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ პუჩდემონი თანამდებობის დატოვებაზე უარს იტყვის, მას ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულებენ. ასეთ შემთხვევაში კატალონიის უკვე ყოფილ მეთაურს ერთიდან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. მედიის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა კატალონიის გენერალიტეტის სხვა ყოფილი წარმომადგენლების მიმართაც მიიღონ, რადგან ისინი ქვეყნის პრემიერმა გადააყენა. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ მადრიდმა რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას დაუჭირა მხარი. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)