|
2017-10-26 18:00:57, 2449 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება რაც შეიძლება მალე მიიღოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიიღოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება. როგორც ზახაროვამ განმარტა, ამ შეთანხმების მიღება ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზნის შესრულბას ხელს შეუწყოფს. „მოვუწოდებთ თბილისში ჩვენს კოლეგებს, უარი თქვან ამ რიტორიკაზე, ფორმულირებებით თამაშზე და დაკავდნენ კონსტრუქციული, ნამდვილი სამუშაოთი. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შინაარსით ყველაზე ზოგადი განცხადების სწრაფი მიღება საშუალებას მოგვცემდა, შეგვესრულებინა ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანი - მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესაბამისად, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების მიღწევა“, - განაცხადა ზახაროვამ. ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რუსეთში კითხვებს ბადებს. „ჩვენი აზრით, თბილისში მშვენივრად ესმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმები დიდი ხნის წინ შექიმნა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობების მოწვევით ადგილზე საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ძალების კონტინგენტია განთავსებული. ამას გარდა, საქართველოსთან ორივე რესპულიკის საზღვარზე რეგულარულად ტარდება მხარეების, ასევე გაერო-ს, ეუთო-სა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრები. ამ მექანიზმების საშუალებით სხვდასხვა ინციდენტის აღკვეთა და მათზე ადეკვატური რეაგირება ხდება", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგგენელმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)