|
2017-10-26 12:35:18, 2243 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა საგარეო უწყების 121 ყოფილი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 121 ყოფილი თანამშრომლის დაკავების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია 30 პროვინციაში მიმდინარეობს. მედიის ცნობით, 121 პირი მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არის ეჭვმიტანილი. გამოძიების დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები პროგრამა ByLock-ს იყენებდნენ, რომლებსაც ხელისუფლების თქმით, მსოფლიო მასშტაბით ტერორისტები იყენებენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაიწყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)