|
2017-10-26 12:30:39, 2101 ნახვა
სამართალი
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მიწვევით, თეა წულუკიანი სასამართლოს სამუშაო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს სამუშაო სესიაში, რომელიც 26-27 ოქტომბერს პარიზში გაიმართება. მინისტრი ამ შეხვედრას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის ალექსი მურის პირადი მიწვევით ესწრება. იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მუშაობა საკითხზე, თუ რა ფორმით იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საარბიტრაჟო ფორუმის მიერ, საარბიტრაჟო დავების განხილვა და გადაწყვეტა. ამ მიზნით სპეციალური მუშა ჯგუფია შექმნილი. სასამართლოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის მინისტრისათვის გაგზავნილი პირადი მოწვევა მომავალი ნაყოფიერი თანაშრომლობის საწინდარია.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)