|
2017-10-25 12:59:09, 1754 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შეხვდება
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შეხვდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდა ამისა, ის მოსახლეობასთან შეხვედრების გაგრძელებასაც გეგმავს. მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ადამიანებთან კონტაქტის დროს ქალაქის საჭიროებების შესახებ მეტს გაიგებს. „ეს დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გავაკეთოთ ის რაც ქალაქს სჭირდება. შესაბამისად ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც გვაქვს, დავყავით რამდენიმე ეტაპად და საკრებულოს წევრებს ვესაუბრე იმ კონკრეტულ საკითხებზე თუ რა უნდა გაკეთდეს, მანამდე სანამ ჩვენ ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვენიჭება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში ვაპირებ შევხვდე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და გავაცნო ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენს მიერ გაჟღერდა წინასაარჩევნო პერიოდში, იმისათვის რომ თანხების მოზიდვა იყოს შესაძლებელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან, მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ის შეხვედრები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იყო, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)