01:12 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 18:09:26, 2149 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის პრემიერმა თავდაცვის ახალ მინისტრს ურჩია, ნატო-სთან აქტიურად ითანამშრომლოს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა, ქვეყნის თავდაცვის ახალ მინისტრს ევგენი სტურზას ურჩია, ნატო-სთან აქტიურად ითანამშრომლოს, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

როგორც ფილიპმა აღნიშნა, თანამშრომლობის ყველა საჭირო მექანიზმის ამოქმედებაა საჭირო.

"ასევე აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაა და ნატოსთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება. კიშინიოვში ნატოსთან კომუნიკაციის ბიურო დეკემბერში გაიხსნება. მოლდოვის რესპუბლიკა არის ნეიტრალური ქვეყანა, თუმცა ნეიტრალურობა არ ნიშნავს იზოლაციას. იყო ძალიან ბევრი სიტუაცია, როდესაც მოლდოვის სამხედროები საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობას არ იღებდნენ. სამომავლოდ, ჩვენმა სამხედროებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა წვრთნებში, იმისთვის, რომ პროფესიონალური ჯარი გვყავდეს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი მინისტრის წინ ძალიან ბევრი გამოწვევა დგას და წარმატება უსურვა.

ცნობისთვის, ევგენი სტურზამ თავდაცვის მინისტრის პოსტი დღეს დაიკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics