|
2017-10-19 19:35:31, 1976 ნახვა
კომენტარი
გია ხუხუაშვილი: უმჯობესი იქნებოდა, პირველ ეტაპზევე პრეზიდენტი ზეპარტიული ყოფილიყო
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, პირველ ეტაპზევე პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული და პარტიებთან ერთად არ ემსჯელა ტექსტზე, რომელიც მან მოტივირებული შენიშვნების სახით, პარლამენტს გადაუგზავნა. მისივე აზრით, ასევე უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტის ვეტო უფრო კარგად გააზრებული ყოფილიყო. ამასთან, ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტის ბრიფინგამდე პარლაენტის თავმჯდომარემ დაანონსა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციას ხელს არ მაოწერდა, ამას თავად გააკეთებდა. ხუხაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით პრეზიდენტის როლი კიდევ ერთხელ დააკნინეს: „კარგად გვესმის, რომ ის მოაწერდა ხელს თუ არ მოაწერდა, ამით, პრაქტიკულად, არც პოლიტიკური თვალსაზრისით და არც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ბევრი არაფერი იცვლებოდა, რადგან ტექნიკურად ეს ადვილად გადასალახი პრობლემა იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“. რაც ყველაზე ცინიკურად გამოჩნდა, პრეზიდენტის ხელის მოწერამდე ორი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა თავისი ხელის მოწერა. ანუ კიდევ ერთხელ დააკნინეს მისი როლი, ეს ყველაფერი სამწუხაროა. ვარჩევდი, რომ წინა ეტაპზევე პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული და პარტიებთან ერთად არ ემსჯელა ვეტოს ტექსტზე და მისი ვეტო ყოფილიყო უფრო კარგად გააზრებული, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ“,-განუცხადა გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“. პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას ხელს აწერს http://epn.ge/index.php?id=53963
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)