|
2017-10-19 11:51:19, 2166 ნახვა
მსოფლიო
კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, თუ ესპანეთი მას ავტონომიას გაუუქმებს - ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება
თუ ოფიციალური მადრიდი ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიური რეგიონის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს, ბარსელონა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მადრიდის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. მანამდე ესპანეთის ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სანტამარიამ განაცხადა, რომ თუ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების გაკეთების იდეას არ დაივიწყებს, ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)